საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:

  • შრომითი ბინადრობის ნებართვაგაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
  • სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
  • ინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნითგაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის და/ან იმ პირის ოჯახის წევრებზე, რომელსაც საქართველოში მიენიჭა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი. ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, შვილი და მშობელი; აგრეთვე, მათი მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
  • საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვაგაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
  • მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
  • სპეციალური ბინადრობის ნებართვაგაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოში მინი- ჭებული აქვს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი და ისეთ პირზე რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული. ასე- თი შემთხვევები განსაზღვრულია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძო- ლის შესახებ” საქართველოს კანონით; სპეციალური ბინადრობის ნებართვა ასევე გაიცემა უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელზე, დროებითი ყოფნის უფლების მინიჭებიდან 5 წლის შემდეგ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე;
  • მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელსა და შვილზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში, დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვაგაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვა ასევე გაიცემა მისი ოჯახის წევრებზეც. ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
  • დროებითი ბინადრობის ნებართვაგაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი.
  • მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და მისი ოჯახის წევრებზე.